აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრო დღეს დილიდან სომხეთის მხრიდან აზერბაიჯანის დასახლებული პუნქტების მიმართულებით ცეცხლის გახსნის შესახებ იუწყება. დილიდან აზერბაიჯანის მიერ საარტილერიო ცეცხლის განახლების შესახებ ცნობებს ავრცელებს სომხეთის თავდაცვის სამინისტროც. უწყების განცხადებით, ცეცხლი მთიანი ყარაბაღის ჩრდილოეთ და სამხრეთ-აღმოსავლეთ მიმართულებით იხსნება. მთიან ყარაბაღში საომარი მოქმედებების შედეგად 43 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა, 218 კი დაშავდა. მონაცემებს აზერბაიჯანის გენერალური პროკურატურა ავრცელებს. დანგრეულია ათას 592 სახლი და 290 სამოქალაქო ობიექტი. საცხოვრებლად უვარგისია 79 მრავალბინიანი სახლი.