როდის ველოდოთ კოვიდ-ვაქცინას

14 ოქტომბერი 2020, 20:13 1947 ნახვა

კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაზე მომუშავე ორმა მსხვილმა კომპანიამ „ჯონსონ ენდ ჯონსონმა“ და "ასტრაზენეკამ“ ვაქცინის ცდის საბოლოო ეტაპი დროებით შეაჩერა. ამის შესახებ აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელს ინფორმაცია საზოგადოებრივი ჯანდაცვის საერთაშორისო ექსპერტმა, გიორგი ფხაკაძემ დაუდასტურა.

მისივე განმარტებით, ეს ნიშნავს, რომ ვაქცინა ჩავარდა. გიორგი ფხაკაძე ამბობს, რომ ვაქცინას ახლო მომავალში არ უნდა ველოდოთ და ის მზად სავარაუდოდ, 2-დან 5 წლამდე პერიოდში იქნება. ჯანდაცვის ექსპერტთან ინტერვიუ მაუწყებელმა რამდენიმე საათის წინ ჩაწერა, სადაც მან პანდემიასთან მსოფლიო ბრძოლის მიმდინარე ეტაპები მიმოიხილა.

გიორგი ფხაკაძე საუბრობს დეზინფორმაციის შესახებაც და გვირჩევს, რომ დადებითი მოლოდინების შექმნის მიზნით, ასეთი სახის ახალ ამბებს არ უნდა დავეყრდნოთ და ამ შემთხვევაში სარწმუნო მხოლოდ მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციაა. ექსპერტის მთავარი რეკომენდაციაა,რომ ვატაროთ პირბადე როგორც ღია, ისე დახურულ სივრცეში და დავიცვათ 2 მეტრიანი დისტანცია.

თამუნა ხოზრევანიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში