ამერიკელი კონგრესმენები საპარლამენტო არჩევნებს ეხმაურებიან

13 ოქტომბერი 2016, 00:00 3066 ნახვა

საქართველოში ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებს ეხმაურებიან ამერიკელი პოლიტიკოსები. კონგრესმენი დუნკან ჰან კერი სოციალურ ქსელში მიმართვას ავრცელებს - “გასულ შაბათს საქართველოში 2012 წლის შემდეგ მესამე სამართლიანი არჩევნები გაიმართა, რაც ქვეყნის დემოკრატიული პროგრესის ნათელი დემონსტრირებაა. საქართველო კარგი პარტნიორი და მეგობარია რეგიონში, რომელიც რუსეთის აგრესიით დაზარალდა და იმსახურებს ჩვენს მხარდაჭერას”.  რესპუბლიკელი დეივიდ შვაიგარტი კი ქართველ ხალხს 8 ოქტომბერს კიდევ ერთი თავისუფალი საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას ულოცავს. ბოლო არჩევნებმა აჩვენა საქართველოს დემოკრატიული ინსტიტუტების, მათ შორის სამოქალაქო საზოგადოების აქტივობა და ჩართულობა - ნათქვამია კონგრესმენის განცხადებაში. 

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი