მესამე დღეა აჭარის მთავრობასთან პანდემიის შემდეგ ქვეყანაში დაწესებული შეზღუდვების გამო უმუშევრად დარჩენილი ორი მოქალაქე შიმშილობს. ისინი დაწესებული შეზღუდვების მოხსნას, საბანკო დავალიანებების გადავადებას, უმუშევრად დარჩენილი მოსახლეობისთვის კომპენსაციის გაზრდასა და პანდემიის პერიოდში სტატუს შეჩერებული სტუდენტების სასწავლებელში აღდგენას ითხოვენ. მოშიმშილეებს კარავი აქვთ გაშლილი, ამბობენ, რომ თავს სუსტად გრძნობენ და კიდევ ერთხელ მიმართავენ ხელისუფლებას, დაინტერესდეს მათი პრობლემებით. მოშიმშილეები ასევე მხარდაჭერის თხოვნით პოლიტიკურ პარტიებს მიმართავენ. ჩვენ დავუკავშირდით აჭარის მტავრობის ადმინისტრაციას და მათ პოზიციას მოგვიანებით შემოგთავაზებთ.