აჭარის მთავრობის სახლთან ორი ადამიანი შიმშილობს

13 ოქტომბერი 2020, 15:09 1164 ნახვა

პანდემიის შემდეგ ქვეყანაში  დაწესებული შეზღუდვების გამო უმუშევრად დარჩენილი მოქალაქეების პროტესტი გრძელდება. აჭარის მთავრობის სახლთან მეორე დღეა 2 მოქალაქე შიმშილობს. ისინი დაწესებული შეზღუდვების მოხსნას, საბანკო დავალიანებების 0 პროცენტიან გადავადებას, მუნიციპალური ტრანსპორტის აღდგენას,  უმუშევრად დარჩენილი მოსახლეობისთვის კომპენსაციის გაზრდასა და პანდემიის პერიოდში სტატუს  შეჩერებული სტუდნეტების სასწავლებელში აღდგენას ითხოვენ.   აქციის მონაწილეებმა  პროტესტის უკიდურეს ფორმას მას შემდეგ მიმართეს, რაც აჭარის მთავრობის თავმდჯომარემ მათი პრობლემების მოსაგვარებლად დრო  ითხოვა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი