საფრანგეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადება

09 ოქტომბერი 2020, 17:31 1186 ნახვა

ბაქომ და ერევანმა შესაძლოა ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებას  უახლოეს საათებში მიაღწიონ. ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში აცხადებენ.  ელისეის სასახლეში აღნიშნეს, რომ  დღეს საღამოს ან ხვალ დილით ზავის დადების იმედი აქვთ. 

კონფლიქტის ზონაში კი დაპირისპირება გრძელდება, სომხეთის  თავდაცვის სამინისტროს ბოლო მონაცემებით, შეტაკებების   შედეგად   არაღიარებული  მთიანი ყარაბაღის 26 ჯარისკაცი დაიღუპა. აზერბაიჯანი თავის სამხედრო დანაკარგს არ აქვეყნებს.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი