საქართველოში კორონავირუსით  კიდევ ექვსი პაციენტი გარდაიცვალა

09 ოქტომბერი 2020, 10:58 2433 ნახვა

საქართველოში კორონავირუსით კიდევ  ექვსი პაციენტი გარდაიცვალა - ამის შესახებ ინფორმაცია stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა.

covid-19-ით გარდაცვლილთა რაოდენობა 72-ს შეადგენს.

"გასული 24 საათის განმავლობაშ კორონავირუსით 6 პაციენტი გარდაიცვალა, აქედან: 1 გარდაიცვალა გორში 58 წლის თანმხლები დაავადებებით, ბათუმში გარდაიცვალა 68 წლის მამაკაცი ისიც თანმხლები დაავადებებით, ქობულეთში გარდაიცვალა 2 პაციენტი გარდაიცვალა 55 და 61 წლის ქალი და ქუთაისში 81 წლის ქალ. ყველა მათგანს ჰქონდა მძიმე თანმხლები დაავადებები და ორმხრივი, მძიმე პნევმონია" - განაცხადა მარინა ენდელაძემ.

დღეს კორონავირუსით ინფიცირების 527 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში