ევროპის ჩემპიონატის საგზურისთვის საქართველომ ჩრდილეოთ მაკედონია უნდა დაამარცხოს

09 ოქტომბერი 2020, 10:08 1681 ნახვა

ევროპის ჩემპიონატის საგზურისთვის გადამწყვეტ ფინალურ დაპირისპირებაში საქართველოს ეროვნული ნაკრები ჩრდილოეთ მაკედონიას დაუპირისპირდება. ჩრდილოეთ მაკედონიამ ნახევარფინალში კოსოვო ნაკრები საკუთარ მოედანზე 2:1 დაამარცხა და ფინალში თამაშის უფლება მოიპოვა. საწყის წუთებში ბენჟამინ კოლოლის ავტოგოლით მაკედონელები წინ გავიდნენ, რასაც ფლორენ ჰადერგიონაიმ უპასუხა და ანგარიში გაათანაბრა, თუმცა, ანგარიში თანაბარი 4 წუთი იყო.

გამარჯვების გოლი დარკო ველკოვსკიმ გაიტანა . საქართველოსა და ჩრდილოეთ მაკედონიის ნაკრებები ზუსტად ერთი თვის წინ, 8 სექტემბერს ახალი ერთა ლიგის შეხვედრაში დაუპირისპირდნენ და მატჩი ფრედ 1:1 დასრულდა. ეს გუნდები ერთმანეთს სულ მალე, 14 ოქტომბერს, უკვე სკოპიეში შეხვდებიან . ორივე გუნდს გადამწყვეტ მატჩამდე ერთმანეთის შესწავლის კარგი საშუალება აქვს.

მესამე დაპირისპირება კი ორივე გუნდისთვის გადამწყვეტი იქნება.12 ნოემბერს, თბილისში ევროპის ჩემპიონატის საგზურისთვის საქართველოს ნაკრები ჩრდილოეთ მაკედონიას დაუპირისპირდება. თუ საქართველოს ნაკრები მოახერხებს და გავა ევროპის ჩემპიონატზე ცნობილია ის ჯგუფი ,სადაც ვლადიმერ ვაისის შეგირდები იასპარეზებენ. გასვლის შემთხვევაში საქართველოს ეროვნული ნაკრები, B ჯგუფში, ნიდერლანდების, ავსტრიისა და უკრაინის ნაკრებებთან ერთად ითამაშებს. ჯგუფურ ეტაპს ბუქარესტი და ამსტერდამი უმასპინძლებს.

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში