''კაცი რომელსაც ლიტერატურა ძლიერ უყვარდა''- ასე ჰქვია სპექტაკლს, რომელიც დღეს 5 საათზე ბათუმის თოჯინებისა და მოზარდ მაყურებელთა თეატრში გაიმართება. რეპეტიციები თეატრში დილიდან მიმდინარეობს. მთავარ როლს მსახიობი ზურაბ ცინცქილაძე ასრულებს. სპექტაკლი უკვე დაიდგა სხვადასხვა თეატრში, ხულოს თეატრის მსახიობებმა ის ათენშიც წარადგინეს.