"სამწუხაროა, რომ პარლამენტმა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეები ისე დანიშნა, რომ ვენეციის კომისიის დასკვნას არ დაელოდა. ეს არის ხელიდან გაშვებული შანსი, პროცესის მიმართ გაზრდილიყო საზოგადოებრივი ნდობა“- ასე ევროკავშირის საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის წამყვანი სპიკერი 6 დღის წინ პარლამენტის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას ეხმაურება უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შესახებ. საკანონმდებლო ორგანომ მოსამართლეების შერჩევის და დანიშვნის წესი დაამტკიცა.