ერთი დაღუპული და 590 დაშავებული-დაპირისპირება ყირგიზეთში

06 ოქტომბერი 2020, 11:44 1264 ნახვა

ყირგიზეთის დედაქალაქ ბიშკეკში მიმდინარე საპროტესტო აქციების მონაწილეებმა მთავრობის შენობა დაიკავეს, - ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს. ყირგიზეთში საპროტესტო აქციები ორშაბათს დილიდან მიმდინარეობს. დემონსტრანტები არჩევნების შედეგებს აპროტესტებენ, რომლის შედეგადაც 7%-იანი ბარიერის გადალახვა 16 პარტიიდან მხოლოდ ოთხმა, პრეზიდენტ სოორონბაი ჯიინბეკოვთან დაახლოებულმა პარტიებმა შეძლეს. აქციის მონაწილეები შედეგების გაუქმებასა და არჩევნების ხელახლა დანიშვნას მოითხოვენ. გუშინ პოლიციამ აქციის დასაშლელად წყლის ჭავლი და ცრემლსადენი გაზი გამოიყენა. დაშლის მიუხედავად, მოქალაქეები პროტესტის გამოსახატად ხელახლა შეიკრიბნენ. ყირგიზეთის პრეზიდენტის განცხადებით, ღამით გარკვეულმა პოლიტიკურმა ძალებმა ხელისუფლების უკანონოდ მიტაცება სცადეს. ის ცენტრალურ საარჩევნო კომისიას მიმართავს, არჩევნების დროს გამოვლენილი დარღვევები შეისწავლონ და საჭიროების შემთხვევაში მიღებული გადაწყვეტილება გააუქმონ. ამ დროის ინფორმაციით აქციების დროს 1 ადამიანი დაიღუპა და 590 დაშავდა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი