გრიპის სეზონის დროს სიცხიანი ადამიანები გაიტესტებიან როგორც კოვიდზე, ისე გრიპზე - გამყრელიძე

02 ოქტომბერი 2020, 13:50 1519 ნახვა

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის განცხადებით, გრიპის სეზონის დროს სიცხიანი ადამიანები გაიტესტებიან როგორც კოვიდზე, ასევე გრიპზე.

„მოვუწოდებთ ჩვენ კლინიკებს, სამედიცინო დაწესებულებებს, სასურველი იქნება, რომ გრიპის სწრაფი ტესტები გაორმაგდეს და გასამმაგდეს ანტიგენზე დამყარებული ტესტების შეძენა. გრიპის სეზონის დროს ყველა სიცხიანი ადამიანი დიფერენციალური დიაგნოტიკისთვის იქნეს გატესტილი ორივე ინფექციაზე, როგორც კოვიდზე, ისე გრიპზე, კიდევ სხვა ღონისძიებები შემუშავდება, რომელიც ამ სეზონისთვის იქნება გათვალისწინებული“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში