აჭარაში სასურველია მოქალაქეებმა პირბადე ღია სივრცეშიც ატარონ - გამყრელიძე

02 ოქტომბერი 2020, 12:44 2062 ნახვა

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის განცხადებით, სასურველია აჭარაში მოსახლეობამ პირბადე ღია სივრცეშიც ატარონ. 

„მივმართავ აჭარის მოსახლეობას, პირბადე მანდატურულია დახურულ სივრცეში, მაგრამ რადგან აჭარაში ჩვენ გვაქვს სერიოზული გავრცელება, ამიტომ სასურველია და რეკომენდირებულია, ღია სივრცეებშიც ვიხმაროთ პირბადე.

მაგრამ რა ტქმა უნდა თუ ვინმე არ იყენებს, ეს დასჯადი არ იქნება, მაგრამ რეკომენდირებულია დღეს, რადგან ინციდენტობის მაჩვენებელი აჭარაში გვაქვს დაახლოებით, 7-8 -ჯერ მეტი, ვიდრე საშუალო ქვეყნის მაჩვენებელია, ამიტომ სასურველია, რომ პირბადე აჭარაში გამოვიყენოთ გარეთაც,“ - განაცხადა გამყრელიძემ.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის განცხადებით კვლავ აქტუალურია სლოგანი ''დარჩით სახლში''. 

'' ეს რეკომენდაცია განსაკუთრებით აჭარაში და დიდ ქალაქებში, სადაც მოსახლეობა ცხოვრობს კორპუსებში. ხანდაზმულებმა და ასევე ქრონიკულად მოავადეებმა ნაკლებად უნდა ვიმოძრაოთ ქუჩებში. სასურველი იყვნენ სახლებში. დგება პროგრამა და მოხალისეები მათ დაეხმარებიან. ეს მობილობას დააგდებს'' - განაცხადა ამირან გამყრელიძემ. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში