მთაინ ყარაბაღში უცხოელი ჟურნალისტები დაშავდნენ

01 ოქტომბერი 2020, 14:38 1321 ნახვა

ფრანგული გამოცემა „ლე მონდის“ ჟურნალისტები მთიან ყარაბაღში აზერბაიჯანული მხრიდან გახსნილი ცეცხლის ქვეშ მოჰყვნენ.  ამის შესახებ სომხეთის მთავრობის საინფორმაციო ცენტრის ხელმძღვანელი  იუწყება.  ორი ჟურნალისტი დაჭრილია. 

წინასწარი მონაცემებით, ორივე საფრანგეთის მოქალაქეა. ცეცხლის ქვეშ მოხდა ასევე რუსული ტელეარხ „დოჟდის“ ჟურნალისტიც. ინციდენტი ქალაქ მარტუნიში მოხდა.  თავის მხრივ , აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრო მოწინააღმდეგეს მისი ტერიტორიის მიმართულებით სარაკეტო თავდასხმის განხორციელებაში ადანაშაულებს.

ბაქო ერევნისგან ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტას მოითხოვს, წინააღმდეგ შემთხვევაში ადეკვატური პასუხით ემუქრება - ნათქვამია აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი