აჭარაში საკლასო ოთახებში სწავლის განახლება ეპიდვითარებაზე არის დამოკიდებული - თამარ გაბუნია

01 ოქტომბერი 2020, 13:21 2070 ნახვა

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე კონკრეტულ თარიღს თუ როდის განახლდება აჭარაში  საკლასო ოთახებში სასწავლო პროცესი ვერ ასახელებს.

თამარ გაბუნიას განცხადებით, აჭარაში საკლასო ოთახებში სწავლის დაწყება დამოკიდებული იქნება ეპიდსიტუაციაზე.

„პირველიდან მეექვსე კლასის ჩათვლით მოსწავლეებს განსაკუთრებით სჭირდებათ საკლასო ოთახში განათლება და სწორედ ამიტომ ბავშვის ყველაზე საუკეთესო ინტერესიდან გამომდინარე, ეპიდემიური რისკების შეფასებით, მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, რომ ამ ასაკობრივ ჯგუფში დავუშვათ საკლასო სწავლება. ზოგადად, სკოლების მზაობა მაღალია, შრომის ინსპექტირების სამსახურმა ადგილზე შეამოწმა 3 000-მდე სკოლა და მათი 99 პროცენტი პირველი შემოწმებისთანავე მზად იყო სასწავლო პროცესის განახლებისთვის. გარკვეულ შემთხვევაში მათ დამატებითი რეკომენდაციები მიეცათ. ამდენად, ეპიდემიური ხარისხის კონტროლი სკოლებში მაღალია.

აჭარაში საკლასო სივრცეში სკოლის დაწყებისთვის დამოკიდებული ვართ ეპიდემიურ სურათზე და უნდა დავიცადოთ მომდევნო 10 დღე. შემთხვევების რაოდენობის ზრდას დავაკვირდებით და შემდეგ შეგვიძლია, თამამად ვისაუბროთ საკლასო ოთახში სწავლის განახლებაზე.

მაღალ კალსებში სასკოლო სწავლების განახლება დამოკიდებული იქნება ეპიდემიურ სურათზე. უნდა დავაკვირდეთ, ეპიდემიოლოგიური კუთხით რა ეფექტი ექნება მეექვსე კლასის ჩათვლით სწავლის განახლებას სკოლებში“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში