მარნეულში განვითარებული მოვლენებს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე თამარ ჟვანიაც გამოეხმაურა. ცესკოს ხელმძღვანელი ძალადობრივ ფაქტს გმობს და ხელისუფლებას და პასუხისმგებელ ორგანოებს დაუყოვნებლივი რეაგირებისკენ მოუწოდებს. ყველა მხარეს თხოვს თავი შეიკავონ არაეთიკური ქცევისგან, ძალადობისგან და ურთიერთობისას გამოიყენონ ცივილიზებული ფორმები. ამბობს, რომ ყველა პოლიტიკურმა მხარემ ხელი უნდა შეუწყოს საარჩევნო პროცესების მშვიდ ვითარებაში წარმართვას