აჭარაში ეპიდ-ვითარება კვლავ მძიმეა

29 სექტემბერი 2020, 19:52 724 ნახვა

საქართველოში კორონავირუსის 314  ახალი შემთხვევა გამოვლინდა. აქედან 225 შემთხვევა აჭარაში დაფიქსირდა, მათ შორის არიან ბათუმის სათნოების სავანის ბენეფიციარები და თანამშრომლები.

რეგიონში 400 კოვიდინფიცრებული ბინაზე მკურნალობს. დღეს, ტესტის აღება ცხელების ცენტრების გარდა, მხოლოდ ერთ პოლიკლინიკაში იყო შესაძლებელი და მხოლოდ, რისკ ჯგუფებისა და ინფიცირებულთან კონტაქტში მყოფებისთვის. ვირუსს დღეს, კიდევ 4 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, აქედან 2 აჭარას უკავშირდება.

მზია მართალიშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში