აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, გასული 24 საათის განმავლობაში რეგიონში კორონავირუსით ინფიცირების 225 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. გარდაიცვალა ერთი პაციენტი. 55 წლის ქალი ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში მკურნალობდა.
უწყების ცნობით მას COVID -19, ორმხრივი ლიქვოროთორაქსი, სუნთქვის მწვავე უკმარისობა, თირკმლის ქრონიკული უკმარისობა და შაქრიანი დიაბეტი ჰქონდა.
ამჟამად სტაციონარში მკურნალობს 463 პაციენტი, მათ შორის 32 არასრულწლოვანი და 10 ორსული. რეანიმაციულ განყოფილებაში მოთავსებულია - 24 პაციენტი. კოვიდ კარანტინში მეთვალყურეობაზე იმყოფება - 957 პაციენტი,მათ შორის 65 არასრულწლოვანი. ბინაზე კი მკურნალობს 600-ზე მეტი კოვიდ დადებითი პაციენტი.
აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორის მოადგილის ინფორმაციით, ბათუმში ტესტირება მხოლოდ პირველ პოლიკლინიკაშია შესაძლებელი.
''მიზნობრივი ტესტირება გრძელდება. ძირითადი აქცენტი კეთდება გამოვლენილი შემთხვევების ახლო კონტაქტებზე. ტეტსირებისათვის მიმართვა მხოლოდ პირველ პოლიკლინიკაშია შესაძლებელი. აქაც განსაზღვრული მიზნობრივი ჯგუფი, ცხელებიანი ადამიანები ან ან ის მოქალაქეები, რომლებიც განისაზღვრა, როგორც რის ჯგუფი.
მუშაობს ცხელი ხაზი და ონლაინ კლინიკა. პაციენტების გადამისამართება ხდება სიმძიმის მიხედვით, ხდება გადაყვანა სამედიცინო დაწესებულებაში ან ბინაზე მართვა'' - განაცხადა ნონა ეფაძემ.