მთიან აჭარაში ევროპული დონის სამთო ველობილიკი მოეწყობა

28 სექტემბერი 2020, 13:49 1379 ნახვა

აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის ინფორმაციით, მთიან აჭარაში პირველ, ევროპული დონის სამთო ველობილიკზე მუშაობა დაიწყო.

6 კილომეტრიან ველომარშრუტზე, რომელიც შუახევსა და ქედას ერთმანეთთან დაკავშირებს, მარტივ საველოსიპედე ბილიკთან ერთად ე.წ. “Down Hill”–ის, ექსტრემალური დაშვების ბილიკის ინფრასტრუქტურის მოწყობა იგეგმება.

"ველობილიკის ინფრასტრუქტურის პროექტზე მუშაობა უკვე დაწყებულია და მასში ქართველი და უცხოელი ექსპერტებია ჩართული, რომლებიც აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელთან ერთად ველობილიკის ტურისტულ პოტენციალს ადგილზე გაეცნენ. სათავგადასავლო და სპორტული ტურიზმის განვითარების მიზნით მსგავსი ტიპის ექსტრემალური საველოსიპედე ინფრასტრუქტურა რეგიონში პირველად იქმნება. პროექტის განხორციელებას აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტო ორგანიზაცია CENN-თან ერთად, ევროკავშირისა და ავსტრიის განვითარების თანამშრომლობის ფინანსური მხარდაჭერით გეგმავს"-აცხადებენ აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტში.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი