საქართველოში კორონავირუსის 298 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

28 სექტემბერი 2020, 10:43 1722 ნახვა

საქართველოში კორონავირუსის 298 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. განახლებული მონაცემების თანახმად ქვეყანაში ამ დროისთვის 5552 კოვიდინფიცირებულია.

გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 1906-ს შეადგენს. ქვეყანაში კორონავირუსით 31 ადამიანი გარდაიცვალა.

298 ახალი შემთხვევიდან აქედან აჭარაშია 175 ახალი დადასტურებული შემთხვევა. იმერეთში-38, თბილისი-32, გურიაში-16, სამეგრელო-ზემო სვანეთი 14, სამცხე ჯავახეთში -11, ქვემო ქართლი-7 კახეთი-4.

კარანტინის რეჟიმშია- 5637, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 836, ​კოვიდ სასტუმროში მყოფი პირები - 800

უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია 41 საქართველოს მოქალაქე.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში