კენჭისყრის პროცედურებთან და ხმის დათვლასთან დაკავშირებით დაწერილი საჩივრების განხილვა უკვე მეორე დღეა გრძელდება. საოლქო კომისებს განხილვის ვადა ხვალ ეწურებათ. ბათუმის 79-ე საოლქო საარჩევნო კომისიაში დაფიქსირებული საჩივრები ძირითადად ხმების დათვლისა და შემაჯამებელი ოქმების სიზუსტეს ეხება. ოლქის იურისტის განცხადებით, საჩივრის ავტორები უბნის ბათილობას ან ხმების გადათვალას მოითხოვენ, ასევე რამდენიმე უბანზე თავმჯდომარისა და მდივნის პასუხიმგევლობის საკითხს აყენებენ. ხვალ აქვთ ჩანიშნული სხდომები ხელვაჩაურის და ხულოს საოქლო საარჩევნო კომისიებს.