საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებული 28-ე პაციენტი გარდაიცვალა

26 სექტემბერი 2020, 15:31 1995 ნახვა

კორონავირუსით ინფიცირებული 28-ე პაციენტი ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში გარდაიცვალა. ინფიცირებული 59 წლის ქალი, რამდენიმე კვირის წინ ბათუმიდან გადაიყვანეს.

კლინიკის სამედიცინო დირექტორის ნოდარ მაღლაფერიძის განცხადებით პაციენტს თანმდევი დაავადებები და ორმხრივი პნევმონია ჰქონდა

"რამდენიმე საათის წინ გარდაიცვალა 59 წლის ქალბატონი,რომელიც მძიმე მდგომარეობაში იმყოფებოდა. პაციენტს თანმხლები დაავადებები ჰქონდა,რის გამოც მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა",- განაცხადა მაღლაფერიძემ.

ქუთაისში, ჯამში კორონავირუსის შედეგად 3 ადამიანი გარდაიცვალა.

თეონა ხარაბაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი