ხულოს მერიის 2 თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა

25 სექტემბერი 2020, 17:17 1801 ნახვა

ხულოს მერიის 2 თანამშრომელს  კორონავირუსი დაუდასტურდა.

უწყებაში აცხადებენ, რომ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის რეკომენდაციის თანახმად, ყველა პირი, ვისაც ჰქონდა ინფიცირებულებთან კონტაქტი გადავიდა თვითიზოლაციაში და ჩაუტარდა ტესტირება.

მათივე განმარტებით, აღნიშნული თანამშრომლები ბოლო პერიოდის განმავლობაში გადასული იყვნენ დისტანციურ სამუშაო რეჟიმზე და მათ შემხებლობა არ ჰქონიათ სხვა თანამშრომლებთან.

ხულოს მერია განაგრძობს ფუნქციონირებას ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის და დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის რეკომენდაციების შესაბამისად.

სპეციალური სადეზინფექციო საშუალებებით დამუშავდება ხულოს მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის შენობა და სამუშაო სივრცეები. შენობაში შესვლისას ყველა პირი გადის თერმოკონტროლს. დაწესებულია მონიტორინგი პირბადის გამოყენებაზე.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში