ქურდობა ქუთაისში. ილია ჭავჭავაძის გამზირზე მიკროსაფინანსო ორგანიზაციიდან სეიფი მოიპარეს. უცნობმა პირებმა, სავარაუდოდ, კორპუსის სარდაფიდან იატაკი ამოჭრეს და შენობაში ამ ფორმით შეაღწიეს. დაუდასტურებელი ინფორმაციით, წაღებულია ნახევარ მილიონამდე ლარი და ძვირფასი ნივთები.
შემთხვევის დროს სიგნალიზაცია ჩაირთო, ადგილზე მივიდა დაცვის პოლიცია, თუმცა ისინი შენობაში არ შევიდნენ და ობიექტი ისე დატოვეს, რა დროსაც ქურდებმა მშვიდად წასვლა მოახერხეს.
შსს-მ მომხდარზე გამოძიება 177-ე მუხლით დაიწყეს, რაც ქურდობას გულისხმობს.
სამართალდამცველებმა კამერების ჩანაწერები ამოიღეს და ადგილობრივები გამოკითხვაზე ჰყავდათ გადაყვანილი.