დიდი რაოდენობით ტესტირების გამო პასუხების მიღების დრო სამ დღემდე გაიზარდა - თამარ გაბუნია

22 სექტემბერი 2020, 16:01 2706 ნახვა

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მაოდგილემ დღეს განმარტება გააკეთა ტესტირების პასუხების დაგვიანებასთან დაკავშირებით.

თამარ გაბუნიას განცხადებით, დიდი რაოდენობით ტესტების გამო დაყოვნების დრო 3 დღემდე გაიზარდა.

"იყო გარკვეული დაგვიანება იმ კუთხით, რომ თუ ადრე 24 საათში გვქონდა პასუხი დიდი რაოდენობით ტესტირების გამო დაყოვნების დრო გაიზარდა დაახლოებით 3 დღემდე. ზოგჯერ საჭირო ხდება პასუხის გადამოწმება და ამას შესაძლოა დამატებითი დრო დასჭირდეს. ამ მხრივ საველე ტესტირების პასუხები სრულად ამოწურულია და ჩვენ ვფიქრობთ ხვალ-ზეგიდან უკვე დავბრუნდებით ისევ 24 საათიანი ტესტირების პასუხს.

აქ მთავარია, რომ როცა ადამიანი მომლოდინეთა რიგებშია, მათ დაიცვან თვითიზოლაციის წესები"-თამარ გაბუნია.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის განცხადებით, აჭარაში იყო გარკვეული გადატვირთვა.

"აჭარის სიმძლავრეები ერთობლივად იყო დღეში დაახლოებით 1600, 1700, 1800 ტესტის ფარგლებში. იქ შემთხვევების ზრდის გამო ინტენსივობამ მოიმატა და დღის განმავლობაში ხდებოდა 4000-5000-მდე ნიმუშის აღება რის გამოც იყო გარკვეული პერიოდი დაგვიანებები პასუხებში.

ამიტომ ახლა დღეში დაახლოებით 2000-მდე ნიმუში აჭარიდან გამოგვაქვს და მათ ტესტირებას ვაწარმოებთ თბილისში"-განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი