უზარმაზარი ქორწილის ფოტო ჩამიგდეს, აკრძალულია, მაგრამ  მაინც ხდება -  გამყრელიძე 

17 სექტემბერი 2020, 12:31 3253 ნახვა

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა დღეს ბათუმში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ მოქალაქეები აკრძალვების მიუხედავად ქორწილებს მაინც იხდიან.

ამირან გამყრელიძეს ჟურნალისტებთან საუბრისას კონკრეტული რეგიონი არ დაუსახელებია. 

„ახლა ჩამიგდეს სამწუხაროდ, კიდევ ერთი სურათი „მესენჯერში“ უზარმაზარი ქორწილის. არ დავასახელებ რეგიონს. აკრძალულია, მაგრამ  მაინც ხდება. უნდა დავემორჩილოთ ამ რეგულაციებს, ძალიან გთხოვთ.

ბევრი ქორწილი იყოს ქვეყანაში, ბევრი ოჯახი შეიქმნას, ბევრი ბავშვი დაიბადოს, მაგრამ დროებით თავი შევიკავოთ, ეს ქორწილები და შეუღლებები აღვნიშნოთ მოკრძალებულ მასშტაბში. არ გვინდა 200-300-400 კაცი, იმიტომ, რომ ძალიან დიდი რისკია ინფექციის გავრცელების. თუ ჩვენ ყველა ამ წესებს დავიცავთ, დამერწმუნეთ ერთად მოვერევით ამ ინფექციას“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

მთავრობის გადაწუვეტილებით ქორწილები, ქელეხებისა და იუბილეების გადახდა ისევ აიკრძალა. 

 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში