ბათუმის სამშობიარო სახლში 7 კოვიდინფიცირებული ორსული მკურნალობს 

14 სექტემბერი 2020, 16:06 1585 ნახვა

კორონავირუსით ინფიცირებულ ორსულებს ბათუმის სამშობიარო სახლში უმკურნალებენ. კლინიკაში უკვე შეიყვანეს შვიდი პაციენტი. 

როგორც სამშობიარო სახლის ადმინისტრაციაში აცხადებენ, მოწყობილია იზოლირებული ბლოკები. ჯამში კი  კლინიკას 22 პაციენტის მიღება შეუძლიათ. მათივე განმარტებით, ასევე იზოლირებულად იქნებიან ჩვილებიც. 

კორონავირუსით დაინფიცირებულ ორსულებს ბათუმის სამშობიარო სახლში უმკურნალებენ. კლინიკამ დღეს, 14 სექტემბერს, 7 პაციენტი უკვე მიიღო.

''კლინიკა გუშინ გადაეწყო. სამეანო პროფილის რადგან არის, ორსულ პაციენტებს მივიღებთ, რომლებსაც კორონავირუსი აქვთ. გუშინ შემოვიდა 5 პაციენტი, ერთი კიდევ ღამით დაგვემატა და მეშვიდე ორსული დღეს. მათი მდგომარეობა არის დამაკმაყოფილებელი. არცერთ მათგანს სიმპტომი არ აქვს. მხოლოდ ერთს აღენიშნება ხველა. 

სხვა ფეხმძიმეებს კლინიკა არ მიიღებს. გამოყოფილია ცალკე ინფექციონისტი, რომელიც ექიმებს კონსულტაციებს გაუწევს. რაც საჭიროა კოვიდინფიცირებულებს სამკურნალოდ კლინიკაში ყველა პირობაა'' - განაცხადა ბათუმის სამშობიარო სახლის დირექტორმა ნუგზარ პაპავამ.

9 სექტემბერს ცნობილი გახდა, რომ კორონავირუსი სამშობიარო სახლი თანამშრომელს დაუდასტურდა. კლინიკა რამდენიმე დღის განმავლობაში დაკეტილი იყო. ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ ტესტირების შემდეგ ყველა პასუხი უარყოფითი იყო და მუშაობა განაახლეს. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში