მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის განცხადებით, საქართველოში სრული კარანტინისა და საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება არ იგეგმება.
ნათია მეზვრიშვილის თქმით, ჯანდაცვის და ჰოსპიტალური სექტორი მომზადებულია.
''თუ საგანგებო მდგომარეობის დროს, გამოვაცხადეთ სრული კარანტინი, დღეს მიდგომა შეცვლილია. როცა შემოგვაქს შეზღუდვა, ეს არის ლოკალური და წერტილოვანი.
იზრდება ინფიცირებულთა რაოდენობა და ჩვენ გვმართებს განსაკუთრებული სიფრთხილე. კიდევ ერთხელ საზოგადოებას უნდა მოვუწოდოთ, მიუხედავად იმისა, რომ სიტუაცია კონტროლს ექვემდებარება უნდა გვეკეთოს პირბადე, უნდა დავიცვათ დისტანცია და მაქსიმალურად უნდა შევიკავოთ თავი არასასურველი თავყრილობებისგან. გვესმის, რომ სოციალური ღონისძიებების აკრძალვამ უკმაყოფილება გამოიწვია, თუმცა არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ დღესაც არის ისიეთი კლასტერები, რომლებიც ქორწილებს უკავშირდება“,- განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.
მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის განცხადებით, ხვალიდან კარანტინის ვადის შემცირებასთან დაკავშირებული რეგულაცია ძალაში შედის.