კორონავირუსის საწინააღმდეგო, ოქსფორდის ვაქცინის გამოცდა განახლდა დიდ ბრიტანეთში. ცდაში მონაწილე ერთი პირის მოულოდნელი ავადმყოფობის გამო ცდები 1 კვირით შეჩერებული იყო.
კომპანიაში ამბობენ, რომ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის ჯანდაცვის სამსახურებთან ვაქცინის ფართო კლინიკური კვლევების გასაგრძელებლად მუშაობა დაწყებული აქვთ. ოქსფორდის ვაქცინამ გამოცდის პირველი და მეორე ეტაპი წარმატებით გაიარა.