საქართველოს საფეხბურთო ეროვნულ ლიგაში ორი ''დინამოს'' დერბი ქუთაისში გაიმართა. მე-11 ტურის ცენტრალურ დაპირისპირებაში ბათუმის ''დინამო'' უშუალო კონკურენტთან თბილისის ''დინამოსთან'' 1-3 დამარცხდა და ლიდერობა დაკარგა.
ანგარიში თბილისელთა ფორვარდმა გიორგი გაბედავამ 39-ე წუთზე გახსნა. 5 წუთში ბაქარ ქარდავამ მეორე გოლი გაიტანა და დედაქალაქელები შესვენებაზე კომფორტული სხვაობით გავიდნენ.
მეორე ნახევრის გიორგი ზარიამ ანგარიში 3:0-მდე გაზარდა.
64-ე წუთზე კი შავიზღვისპირელთა ფეხბურთელმა ჯაბა ჯიღაურმა თერთმეტმეტრიანი ვერ გამოიყენა.
პრესტიჟის ბურთი გია გეგუჩაძის გუნდიდან 89-ე წუთზე თერთმეტრმეტრიანი ნიშნულიდან ვაკო თევდორაძემ გაიტანა და საბოლოო ანგარიში 3-1 დააფიქსირა.
ამ დროისთვის ჩისკოს თბილისის ''დინამოს'' 22 ქულა აქვს და გათამაშების ლიდერია.
გია გეგუჩაძის გაწვრთნილი გუნდი კი 20 ქულით მეორე პოზიციას იკავებს.19-19 ქულით მესამე და მეოთხე ადგილებს ''საბურთალო'' და ''დილა'' იკავებს.
ეს გუნდები ხვალ თავიან მეთერთმეტე ტურის შეხვედრებს გამართავენ.