არც ბათუმის და არც რეგიონის ჩაკეტვა დღის წესრიგში არ დგას - თორნიკე რიჟვაძე

07 სექტემბერი 2020, 21:31 2006 ნახვა

აჭარის მთავრობის თავჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ აჭარის მაუწყებელთან საუბრისას თქვა, რომ ეპიდემიოლოგიური ვითარება კონტროლირებადია და შესაბამისად არ დგას რეგიონის ჩაკეტვის აუცილებლობა.

"დღეის მდგომარეობით, კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღვნიშნავ, რომ როგორც ხელისუფლება ასევე ეპიდემიოლოგები და ჯანდაცვის სისტემა აბსოლუტურად ბოლომდე აკონტროლებს შექმნილ ეპიდემიოლოგიურ ვითარებას, ამიტომ დღეს დღის წესრიგში არ დგას არც ბათუმის, არც შესაბამისად რეგიონის ჩაკეტვა.

ჩვენი პროპორციული გადაწყვეტილებები არის წინაპირობა იმისა, რომ ჩვენ შევძლოთ ყოველგვარი ჩაკეტვის გარეშე ეფექტურად ვმართოთ პროცესი და ეპიდემიოლოგიური კერების ლოკალიზებასაც მალევე მოვახდენთ, ისე რომ საფრთხე არ შეექმნას ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობას და სიცოცხლეს" - განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში