საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებს ბელარუსში თითქმის ერთი თვეა აპროტესტებენ. ბელარუსის პრეზიდენტი ალექსანდრე ლუკაშენკო ქვეყანაში განმეორებითი საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარებას კატეგორიულად გამორიცხავს და აღნიშნავს, რომ განმეორებითი არჩევნების ჩატარება ქვეყნის კონსტიტუციის შეცვლის შემთხვევაში იქნება მხოლოდ შესაძლებელი.
ბელარუსის შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გუშინ გამართულ საპროტესტო აქციაზე 663 დემონსტრანტი დააკავეს. მათ შორის ბელარუსის ოპოზიციის პრეზიდიუმის საკოორდინაციო საბჭოს წევრი, ვიქტორ ბაბარიკოს შტაბის ლიდერი მარია კოლესნიკოვაა.