ევროკავშირი ბელარუსი მაღალჩინოსნებისთვის „შავ სიას“ ამზადებს

07 სექტემბერი 2020, 13:42 1184 ნახვა

ევროკავშირი ათობით  ბელარუსი მაღალჩინოსნისთვის „შავ სიას” ამზადებს.  როიტერის ინფორმაციით, სანქციები პრეზიდენტ ალექსანდრე ლუკაშენკოზე არ გავრცელდება. სასანქციო სიას  21 სექტემბერს ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები შეათანხმებენ. სანქციები 22 სექტემბრიდან ამოქმედდება.

გერმანია, რომელიც ამჟამად ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარეა, გამოდის ინიციატივით, რომ ბელარუსის პრეზიდენტისთვის სანქციების დაწესების შესაძლებლობა შემდგომი ეტაპისთვის დაიტოვოს.

გასულ კვირას ბელარუსს სანქციები ბალტიის ქვეყნებმა დაუწესეს. ლატვიის, ლიეტუვისა და ესტონეთის მირ გამოქვეყნებულ შავ სიაში მოხვდნენ ბელარუსის პრეზიდენტი, შინაგან საქმეთა მინისტრი, ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე, საგამოძიებო კომიტეტის ხელმძღვანელი და სხვა მაღალჩინოსნები.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი