9 პუნქტიანი შეთავაზება ეპიდვითარებასთან ბრძოლისთვის - ერთიანი ნაციონალური მოძრაობა მმართველ გუნდს სამოქმედო გეგმას სთავაზობს. ლევან ანთაძე ამბობს, რომ მმართველი გუნდი ეპიდსიტუაციას პოლიტიზირებულს ხდის, რაც მისი თქმით მოქალაქეებს უნდობლობას უჩენს.
ოპოზიციის მიერ შემუშავებული რეკომენდაციები მოიცავს კარანტინის წესის გაუქმებას, ტესტების რაოდენობის გაზრდას, სამედიცინო დაწესებულებების მობილიზებას, პერსონალის ხელფასის გაზრდას, საზღვრების გახსნას და საჰაერო ფრენების აღდგენას. ოპოზიცია ფიქრობს, რომ ეს რეკომენდაციები სახელმწიფო ეკონომიკური განვითარების შეფერხებას შეუშლის ხელს.
შეთავაზებასთან დაკავშირებით აჭარის მთავრობაში კომენტარი არ გაკეთებულა.