საქართველოს ნაკრების ფეხბურთელმა კორონავირუსი დაამარცხა

06 სექტემბერი 2020, 21:12 1328 ნახვა

საქართველოს ეროვნული ნაკრების და ავსტრიული "შტურმის" ნახევარმცველმა ოთარ კოტეტიშვილმა კორონავირუსი დაამარცხა.

კიტეიშვილმა ამხანაგურ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა, სადაც "შტურმმა" "კაპდენბერგი" 5-0 დაამარცხა.

ავსტრიული მედია ორი კვირის წინ წერდა რომ გრაცელთა შემადგენლობაში ორ ფეხბურთელს კორონავირუსი დაუდასტურა. 16 დღის შემდეგ კიტეიშვილი მოედანზე პირველად გამოჩნდა.

ვაისმა 24 წლის ნახევარმცველი საქართველოს ნაკრებშიც გამოიძახა, თუმცა მისი შეცვლა სხვა ფეხბურთელით მოუწია.

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში