ქართველმა მებრძოლმა გიგა ჭიკაძემ კორონავირუსი დაამარცხა

06 სექტემბერი 2020, 10:59 1432 ნახვა

ქართველმა მებრძოლმა გიგა ჭიკაძემ კორონავირუსი დაამარცხა. UFC-ს მებრძოლმა ცოტა ხნის წინ პირადი სოციალური ქსელის გვერდზე ტესტის პასუხი გაასაჯაროვა ,სადაც ნეგატიური პასუხი მოუვიდა.

გიგას აგვისტოს ბოლოს ყველაზე პრესტიჟულ ორგანიზაციაში ალექს კასერესთან ბრძოლა უნდა გაემართა ,თუმცა ქართველის  კორონავირუსის ტესტის დადებითი პასუხის გამო ეს ბრძოლა ჩაიშალა. გიგა ჭიკაძეს UFC-ში შემდეგი ბრძოლა 11 ოქტომბერს დაუმარცხებელ ომარ მორალესის წინააღმდეგ ექნება.

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში