ბათუმში მუნიციპალური ავტობუსების მოსაცდელების სპეციალური ხსნარებით დამუშავება დაიწყო

03 სექტემბერი 2020, 10:13 1139 ნახვა

კორონავირუსის გავრცელების პრევენციისა და მოქალაქეთა უსაფრთხოების მიზნით, ბათუმში მუნიციპალური ავტობუსის 150-მდე მოსაცდელის სპეციალური ხსნარებით დამუშავება დაიწყო.

ბათუმის მერიის ინფორმაციით, პარალელურად ხორციელდება მუნიციპალური ავტობუსებისა და მიკროავტობუსების დეზინფექცია.

დილიდანვე სადეზინფექციო საშუალებებით ბათუმის ბულვარის სრული ტერიტორია მოირეცხა. სპეციალური სადეზინფექციო ხსნარებით დამუშავდა სანაპიროს გასწვრივ არსებული პრომენადი, სასეირნო ბილიკები, ველობილიკი და სკამები.

ეტაპობრივად განხორციელდება 850-მდე მრავალბინიანი სახლის სადარბაზოებისა და ლიფტების სპეციალური ხსარებით დამუშავება. ასევე დასუფთავების სამსახურის მიერ დეზინფექცია ჩაუტარდება სკვერებს, პარკებს, საბავშო ატრაქციონებსა და სპორტულ მოედნებს.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში