ამ წუთებში აჭარის მთავრობასთან, თურქეთში ყოველდღიურად დასაქმებულები შეიკრიბნენ. მათი განცხადებით, არაერთი მცდელობის მიუხედავად მათი პრობლემები კვლავ მოუგვარებელია. ისინი თურქეთში მიმოსვლის აღდგენას ითხოვენ. წინააღმდეგ შემთხვევაში მთავრობისგან ყოველთვიური კომპენსაციების გაცემას ითხოვენ.