ბიუროს სხდომა აჭარის უმაღლეს საბჭოში

01 სექტემბერი 2020, 14:07 862 ნახვა

მაჭახლის დაცული ლანდშაფტის შექმნისა და მართვის შესახებ კანონპროექტის საქართველოს პარლამენტში წარდგენაზე ისაუბრეს აჭარის უმაღლესი საბჭოს ბიუროს სხდომაზე. ამასთან კომისიებს განსახილველად გადაეგზავნება  კულტურის ხელშეწყობის შესახებ ახალი კანონპროექტი.

სხდომაზე ასევე მიმდინარე წლის  რესპუბლიკური ბიუჯეტის ორი კვარტლის შესრულების  ანგარიში მიმოიხილეს. პლენარულ სხდომაზე კი, რომელიც სავარაუდოდ ორ კვირაში ჩატარდება ,  სხვა საკითხებთან ერთად  ასევე მოისმენენ გენდერული თანასწორობის საბჭოს 2019-2020 წლების ანგარიშს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში