დღეს პარლამენტის პარლამენტის საშემოდგომო სესია იხსნება. იმის გათვალისწინებით, რომ საპარლამენტო არჩევნები ოქტომბრის ბოლოს გაიმართება, პარლამენტი საქმიანობის წარმართვას ვადების დაცვით გეგმავს. პლენარული სხდომების გამართვა ორი კვირის ფარგლებში იგეგმება.
საპარლამენტო კომიტეტები საქმიანობის წარმართვას კი ჩვეულ რეჟიმში აპირებენ, რადგან პირველ ოქტომბერს პარლამენტს მთავრობამ 2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტი უნდა წარუდგინოს, რომელსაც წესისამებრ, საკანონმდებლო ორგანო დეკემბრის მესამე პარასკევამდე ამტკიცებს.