"თუ გვინდა შევცვალოთ ,,ქართული ოცნების“ პოლიტიკა და ხელისუფლება, უნდა შევცვალოთ ოპოზიცია" - ასეთია, პარტიის ,,სოციალ-დემოკრატები საქართველოს განვითარებისათვის“ პოზიცია. პარტია, მაჟორიტარულ ოლქებში კანდიდატებს არ წარადგენს და ამომრჩეველს მოუწოდებს მხარი დაუჭიროს "ნაციონალური მოძრაობის" მოწინააღმდეგე კანდიდატს.
საარჩევნო პლატფორმასა და გუნდის წევრებს კი 14 სექტემბერს წარადგენენ.