100 მლნ ლარზე მეტი სოფლად ინტერნეტისთვის

31 აგვისტო 2020, 20:18 1275 ნახვა

საქართველოს ციფრული ტრანსფორმაციის მხარდასაჭერად, 35.7 მლნ ევრო გამოიყო. პროექტის მიზანია, მაღალსიჩქარიანი ინტერნეტის ხელმისაწვდომობის გაზრდა მთელი ქვეყნის მასშტაბით. ათასამდე დასახლებულ პუნქტში, მათ შორის, მაღალმთიან რეგიონებში მცხოვრებ ნახევარ მილიონ მოქალაქეს ექნება შესაძლებლობა, ისარგებლოს მაღალი ხარისხის ინტერნეტით და ისეთი სერვისებით, როგორებიცაა: ელექტრონული ჯანდაცვა, განათლება, მმართველობა. შეთანხმებას ხელი, საქართველოს ფინანსთა მინისტრმა და მსოფლიო ბანკის რეგიონულმა დირექტორმა სამხრეთ კავკასიაში ელექტრონულად მოაწერეს ხელი.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი