მზად ვართ სახალხო დამცველს ბაჩალიაშვილის გარდაცვალების საქმეზე გამოძიების მასალები გავაცნოთ - პროკურატურა 

31 აგვისტო 2020, 15:21 989 ნახვა

საქართველოს პროკურატურა განცხადებას ავრცელებს, სადაც აღნიშნულია, რომ სახალხო დამცველის მხრიდან მიმართვის შემთხვევაში, ომბუდსმენს თამარ ბაჩალიაშვილის გარდაცვალების საქმეზე მიმდინარე გამოძიების მასალები ნებისმიერ ეტაპზე გააცნოს.

''აღნიშნულთან დაკავშირებით პროკურატურის წარმომადგენლებს სახალხო დამცველის აპარატთან შესაბამისი კომუნიკაცია ექნებათ და ომბუდსმენის აპარატის წარმომადგენლებს საშუალება მიეცემათ გაეცნონ სისხლის სამართლის საქმის მასალებს'' - წერია გავრცელებულ განცხადებაში. 

სახალხო დამცველის თქმით, გარდაცლილი თამარ ბაჩლიაშვილის ოჯახის წევრებს უახლოეს დღეებში შეხვდება. ნინო ლომჯარია ამბობს, რომ შეხვედრის შემდეგ გამოიკვეთება, კონკრეტულად რა მიმართულებით სჭირდება ოჯახს სახალხო დამცველის მხარდაჭერა.

23 წლის პროგრამისტი, თამარ ბაჩალიაშვილი 18 ივლისს დაიკარგა. 5 დღის შემდეგ კი ბაჩალიაშვილი საკუთარ მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი