ბაჩალიაშვილების ოჯახის პროტესტი

30 აგვისტო 2020, 18:33 1531 ნახვა

მთავარ პროკურატურასთან თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის წევრებმა აქცია გამართეს, ისინი მუხლის გადაკვალიფიცირებას და სატელიტის ფოტოების ამოღებას ითხოვენ იმის დასამტკიცებლად, იდგა თუ არა ბაჩალიაშვილის მანქანა 5 დღის განმავლობაში იქ, სადაც იპოვეს. ბაჩალიაშვილის ოჯახის ინფორმაციით თამარს ჰქონდა  ინფორმაცია ყარაბაღის კონფლიქტზე, კერძოდ, იმის შესახებ, რომ 3 ქართველი მაღალჩინოსანი აზერბაიჯანს იარაღით ამარაგებდა.

ისინი გამოძიებას უნდობლობას უცხადებს, ამბობენ რომ პროგრამისტის გარდაცვალებიდან 45-ე დღესაც კი არ აქვთ კითხვებზე პასუხი რა მოხდა რეალურად. მშობლები თამარ ბაჩალიაშვილის თვითმკვლელობას გამორიცხავენ და აქციების გაგრძელებას აანონსებენ.

ია სართანია
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში