11 წლის მოზარდს სასულიერო პირები წესს აუგებენ

30 აგვისტო 2020, 12:43 2456 ნახვა

საპატრიარქო  თერჯოლაში გარდაცვლილი 11  წლის ბავშვისთვის წესის აგებას დასაშვებად მიიჩნევს. ეკლესიამ  სპეციალური  განცხადება გუშინ გაავრცელა და გადაწყვეტილება დაღუპულის ასაკითა და საქმის ირგვლივ შექმნილი გარემოებებით ახსნა. 

„მიუხედავად იმისა, ჯერჯერობით დაუდგენელია, რეალურად რა მოხდა და რა გახდა მიზეზი მისი ამქვეყნიდან გასვლისა, ასაკიდან და გარემოებიდან გამომდინარე, მისთვის წესის აგება უნდა იყოს ნებადართული,” - წერია განცხადებაში. ცნობისთვის, 29  აგვისტოს  თერჯოლაში გარდაცვლილი 11 წლის მოზარდის ბებიამ  საპატრიარქოს თხოვნით მიმართა, რომ მის შვილიშვილს წესი აუგონ.

ახალგაზრდა 23 აგვისტოს თავისი საცხოვრებელი სახლის ეზოში ამ დრომდე გაურკვეველ ვითარებაში გარდაცვლილი იპოვეს. გამოძიებამ მოზარდის მამა თვითმკვლელობამდე მიყვანის ბრალდებით დააკავა, თუმცა სოფელში არსებობს ვერსიაც, რომ ბრალდებულს ბავშვი თავად შემოაკვდა, შემდეგ კი თვითმკვლელობის ინსცენირება მოაწყო.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში