“ნაციონალური მოძრაობის” ბრალდება

08 ოქტომბერი 2016, 00:00 4324 ნახვა

''ნაციონალური მოძრაობის'' წევრის ინფორმაციით, ხმების დათვლის დროს ბათუმის ზოგიერთ უბანში ელექტროენერგიის გათიშვა იგეგმება. პეტრე ზამბახიძე ხელისუფლებას მოუწოდებს ხმების დათვლა  მშვიდ გარემოში უზრუნველყოს.  ზამბახიძე ასევე აცხადებს, რომ ქობულეთის მე-10, ბათუმის პირველი და 25-ე საარჩევნო უბნებიდან ''ნაციონალური მოძრაობის''  დამკვირვებლები გააძევეს. ბათუმის 79-ე ოლქის იურისტი სულიკო შვენთიძე პასუხობს ზამბახიძის განცხადებას. მისი ინფორმაციით, უბნებზე სერიოზულ დარღვევები არ დაფიქსირებულა.  რაც  შეეხება პარტიის წარმომადგენლებისა და დამკვირვებლების გაძევებას, შვენთიძე ამბობს, რომ ისინი გაფრთხილების მიუხედავად საარჩევნო პროცესში ხელშეშლაში იყვნენ შემჩნეულები. ქობულეთის  მე-10 უბნიდან კი ერთიანი ნაციონალური მოძრაობის დამკვირვებლის გაძევების ფაქტს არ ადასტურებენ.

თამუნა გაზდელიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი