რეზერვის შესახებ მოქალაქეებთან საინფორმაციო შეხვედრები გრძელდება

29 აგვისტო 2020, 12:58 1575 ნახვა

ქვეყნის მასშტაბით მოქალაქეებთან საქართველოს თავდაცვის სამინისტროს აქტიური რეზერვის პროგრამის შესახებ საინფორმაციო შეხვედრები გრძელდება. საქართველოს ეროვნული გვარდიის წარმომადგენლები ამჯერად ქალაქ ოზურგეთში, ზუგდიდსა და ბათუმში იმყოფებოდნენ.

მათ ადგილობრივებთან შეხვედრები გამართეს და ტერიტორიული რეზერვის შესახებ ინფორმაცია მიაწოდეს. რეკრუტირების მსურველებს შესაძლებლობა ჰქონდათ ონლაინ - რეგისტრაცია ეროვნული გვარდიის მობილურ მანქანაშიც გაევლოთ.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი