შატილის გზაზე ავარიისას დაშავებულთა მდგომარეობა მძიმეა

28 აგვისტო 2020, 15:04 311 ნახვა

შატილის გზაზე მომხდარი ავარიის შედეგად დაშავებული 3-ვე პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა დადებითი დინამიკით ნარჩუნდება.

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორის, ლევან რატიანის განცხადებით, უარყოფითი გამოვლინება არც ერთ პაციენტთან არ ვლინდება. თუმცა დაშავებულები კვლავ მართვით სუნთქვაზე რჩებიან.

23 აგვისტოს, დუშეთის მუნიციპალიტეტში, შატილის გზაზე მიკროავტობუსი 80 მეტრის სიმაღლიდან გადავარდა. შემთხვევის შედეგად, 17 ადამიანი გარდაიცვალა, 3 კი დაშავდა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში