დღეს მარიამობაა

28 აგვისტო 2020, 12:00 1777 ნახვა

მართლმადიდებლური ეკლესია, ერთ-ერთ უდიდეს დღესასწაულს, მარიამობას აღნიშნავს. ქრისტიანულ სამყაროში ყოვლადწმინდა სამების შემდეგ, ღვთისმშობელი მარიამი იდიდება და ეკლესია განსაკუთრებულ პატივს მიაგებს მას.

საეკლესიო სწავლებით, დაკრძალვიდან მესამე დღეს მოციქულებმა ქვაბულის ლოდი გადააგორეს და აღმოაჩინეს, რომ ღვთისმშობელი უფალმა მკვდრეთით აღადგინა და ხორციელად ზეცაში აღამაღლა. ამიტომ ეკლესია ღვთისმშობლის აღსასრულს მიძინებას უწოდებს.

მარიამობის სადღესასწაულო წირვა-ლოცვა, ღვთისმშობლის შობის სახელობის საკათედრო ტაძარში ღამისთევით აღავლინა, ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტმა დიმიტრიმ.

დღესასწაულს წინ 2 კვირიანი მარხვა უძღოდა, თუმცა იმის გამო, რომ მარიამობა წელს პარასკევს დაემთხვა, მორწმუნეთათვის ხვალ გახსნილდება.

 

 

 

 

 

გიორგი აბაზაძე
წამყვანი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

#უყურეთ!

ამინდი