"მოიზღვავე წიგნები’’ - პროექტის ფარგლებში ბათუმში ევროპის მოედანზე წიგნების გამოფენა-გაყიდვა მიმდინარეობს. ღია გამოფენაზე მისულ დამთვალიერებლებს 7 სხვადასხვა გამომცემლობის ქართული და უცხოური ლიტერატურის შეძენა ფასდაკლებით შეეძლებათ.
პროექტი კომპანია "ირიათონის“ ორგანიზებით ტარდება. გამოფენა-გაყიდვა 3 დღე გაგრძელდება.